რუსულ აგრესიას უკრაინაში 507 ბავშვი ემსხვერპლა

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 507 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 134-ზე მეტი არასრულწლოვანი.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 490, ხარკოვის ოლქში – 303, კიევის ოლქში – 129, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 1284, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97, ლუგანსკის ოლქში – 67.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები