სომხეთის პრეზიდენტმა რომის სტატუტთან შეერთების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტს შეუერთდა.

რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა, 3 ოქტომბერს, მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაპატიმრების ორდერი გასცა. რომის სტატუტთან შეერთებით პუტინის დაკავების ვალდებულება სომხურ მხარესაც ექნება.

მსგავსი თემები