აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.

„ჩვენ მალე გამოვაცხადებთ უკრაინის დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებს, ის ცდება”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

მისი თქმით, დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი” იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარება კიევს იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა.

მსგავსი თემები