ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ამ შეხვედრით ევროკავშირი გადავიტანეთ იქ, სადაც ევროპის გული მოცემულ მომენტში ყველაზე ძლიერად ძგერს – აქ, კიევში, უკრაინაში. უკრაინის მომავალი ევროკავშირში, თავისუფლების ჩვენს გაერთიანებაშია და ის მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება. თითოეული სოფლით, თითოეული მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, თითოეული მეტრით, სადაც ის ადამიანებს იხსნის, ის ასევე აგებს გზას ევროკავშირისკენ. და ჩვენ, ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

 

მსგავსი თემები