,,შინაგანად, ორივე მკვდრები ვართ”- ერაყში გამართულ ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში გამართულ ქორწილს სულ მცირე 150  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიას, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, თავად ნეფე-პატარძალი, 27 წლის რევანი და 18 წლის პატარძალი ჰანინი. ასევე ხანძარს გადაურჩნენ ქორწილის 100-ზე მეტი სტუმარიც, რომელმაც გაქცევა სამზარეულოს კარიდან  შეძლეს.

თავდაპირველად შიშობდნენ, რომ ჰანინი და რევანი ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ, თუმცა ორივე გადარჩა. ხანძარს სიძის ოჯახის 15 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, პატარძალს მეტყველების უნარი დაეკარგა.

„ეს რეალობაა – ჩვენ თქვენს წინ ცოცხლები ვსხედვართ, მაგრამ, შინაგანად, ორივე მკვდრები ვართ. როდესაც ხანძარი გაჩნდა, ჩემს ცოლს ხელი მოვკიდე და ვცდილობდი, გარეთ გამომეყვანა. ფეხები დაზიანებული აქვს და მეტყველების უნარი წაერთვა. ჩემმა ცოლმა 10 ახლობელი დაკარგა – დედა, ძმა…”- განაცხადა რევანმა SKY NEWS-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ქორწილში დაახლოებით 900 სტუმარი იმყოფებოდა, როდესაც ხანძარი  გაჩნდა.

მსგავსი თემები