ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ე.წ. კარვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ახალი ნორმების დარღვევა გამოიწევს ,,სამართალდარღვევის საგნის” კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან “სამართალდარღვევის საგნის” კონფისკაციასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ,,დამრღვევი” ორგანიზატორი იქნება, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და მისი დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თითქოსდა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული პირები დესტაბილიზაციისა და ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას გეგმავენ.

მსგავსი თემები