,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნებოდა მოსკოვისთვის ძალიან საშიში სიგნალის გაგზავნა”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნებოდა მოსკოვისთვის ძალიან საშიში სიგნალის გაგზავნა.

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, რომ, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა, რადგან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნებოდა მოსკოვისთვის ძალიან საშიში სიგნალის გაგზავნა იმის შესახებ, რომ საქართველო აღარ იმყოფება ევროპის ფიქრებში ან იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისკენ მიისწაფვიან, რა სიჩქარითაც არ უნდა ხდებოდეს ეს.

რუსეთმა უკვე დაიწყო უზარმაზარი ჰიბრიდული ზეწოლა საქართველოზე, კიბერთავდასხმებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიან. რუსეთის 700 ათასმა მოქალაქემ, შესაძლოა, მეტმაც გაიარა საქართველოზე უკრაინაში ომის დაწყებიდან და 100 ათასზე მეტი ამ დრომდე საქართველოში რჩება. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა ჩვენი ქვეყნისთვის იმ ქვეყნიდან, რომელსაც ამ დრომდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ეს ძალიან დიდი უმცირესობა, რაც უკვე არის ზეწოლა. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ გზაზე. ქართველმა ხალხმა მასობრივი დემონსტრაციები გამართა ევროკავშირის მხარდასაჭერად, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რუსული ტიპის კანონის მიღების მცდელობის წინააღმდეგ, უკრაინისადმი სოლიდარობის მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი არის იმის დემონსტრირება, თუ რა სურს ქართველ ხალხს,“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები