ლაგოდეხში, 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.

მოზარდს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც  ის ველოსიპედით, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები ვარაუდით, მოზარდს ერთ-ერთი კიდურის მოტეხილობა აქვს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

მსგავსი თემები