დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება

სამოქალაქო თაღლითობის საქმის განხილვისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება.

ტრამპის საქმის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერია ადამიანი ან რამდენი ფული აქვს, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას.

სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო.

მსგავსი თემები