ბულგარეთი ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს

ბულგარეთი ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს. ამის შესახებ ბულგარეთის პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა.

ზლატანოვის თქმით, აკრძალვა 2 ოქტომბრის დღის ბოლომდე შევა ძალაში. მისი თქმით, რუსული სატვირთო მანქანების შემოსვლა ბულგარეთში რამდენიმე თვეა აკრძალულია.

მანამდე ევროკომისიამ 2022 წელს შემოღებული სანქციების გამოყენების წესებთან დაკავშირებით განმარტებები გამოაქვეყნა. მათ განაცხადეს, რომ რუსეთში რეგისტრირებული პირადი მანქანებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჩაითვლება აკრძალულ იმპორტად, მაშინაც კი, თუ ისინი გამოიყენება პირადი მიზნებისთვის და არა კომერციული მიზნებისთვის.

მსგავსი თემები