რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა

რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა. ამ ეტაპზე ​ხარკოვიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინებუგოვის განცხადებით, რუსებმა რეგიონს S-300 ტიპის რაკეტები 5-ჯერ მაინც დაარტყეს.​

ხერსონსში სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სატრანსპორტო კომპანიასა და საპატრულო მანქანას, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მათგან 2 პოლიციელია. დაშავებულებს შორის არიან 59 წლის ქალი და 12 და 13 წლის ბავშვები.

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ქალაქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, საწარმოს სახელოსნო, საბავშვო ბაღი, გიმნაზია, გაზსადენი, ბიზნეს ცენტრი, ჰუმანიტარული შტაბი, ეკლესია და სასწრაფო დახმარების სადგური.

მსგავსი თემები