როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა – შალვა პაპუაშვილი

USAID-მა გააკეთოს განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგსა და გამოქვეყნებულ მასალებს.

მისივე თქმით, USAID-ის მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტება „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით.

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენეჯერ ეხვევა ასეთ სკანსალში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

მსგავსი თემები