თანხმობაში ვარ ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო – სალომე ზურაბიშვილი

,,მე ვარ თანხმობაში ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი პრეზიდენტს მთავრობასთან ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე ესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ გრძნობს პრეზიდენტი თავს მარტოდ.

„არანაირად, რადგან მე ხალხმა ამირჩია და მას წარმოვადგენ. ვგრძნობ, რომ წარმოვადგენ მათ ევროპასთან დაახლოების სურვილს, რაც ჩვენი, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს ღირებულებაა და ეს არის ის, რასაც ვერავინ შეეწინააღმდეგება. მე ასევე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსს. ვფიქრობ, ყველა ერთ ხაზზეა. ასევე, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რაც შემიძლია, რაც შეუძლია ყველა ინსტიტუტს, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზას. ასე რომ, მე ვარ თანხმობაში ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები