დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგთან და გამოქვეყნებულ მასალებს ეხმიანება.

მისი თქმით, ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაემალათ ვიზიტის რეალური მიზანი. თუმცა, კობახიძის განცხადებით, გაირკვა, რომ მათი მიზანი საქართველოში რევოლუციური პროცესების შემზადება იყო.

„მე ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საბურობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა, რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა, რაც, ბუნებრივია, არის შემაშფოთებელი. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რომ როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, რაც ნიშნავს, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

,,აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას”- სუს-ი ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლებზე

 

 

მსგავსი თემები