,,ჩვენ ყირიმის გათავისუფლებას ვაპირებთ, დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება” – დანილოვი

,,ჩვენ ყირიმის გათავისუფლებას ვაპირებთ, დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება”, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყირიმის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია,  თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ეს რთული იქნება.

,,ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და ჩვენ ის უნდა გავათავისუფლოთ. მეტიც, ჩვენ მის გათავისუფლებას ვაპირებთ. დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება – თუ აგრესორი ქვეყანა იმ დროისთვის არ მიხვდება, რომ ჩვენი ტერიტორიიდან უნდა წავიდეს. სხვა ვარიანტი არ გვაქვს,”- განაცხადა დანილოვნა.

მსგავსი თემები