,,რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამიტომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, მოსკოვზე უკრაინული დრონებით თავდასხმებს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული თავდასხმები საერთაშორისო სამართლის შესაბამისობაშია.

,,რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამიტომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა”, – განაცხადა ბერბოკმა.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბევრჯერ დაესხა თავს. ამიტომ ”უკრაინა იცავს თავს საერთაშორისო სამართლი საზღვრებში.”

მსგავსი თემები