უკრაინაში ბრძოლის ველი დინამიკურია, ორივე მხრიდან არის თავდასხმები – ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი უარყოფს ინფორმაციას, იმის შესახებ თითქოს უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებლად მიმდინარეობს.  მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ნათლად აჩვენა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველი ძალიან დინამიკურია.

„ორივე მხრიდან არის თავდასხმა და თავდაცვა ფრონტის ძალიან გრძელი ხაზის გასწვრივ, ბრძოლა ბევრ ადგილას უწევთ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაბრუნებას მეთოდურად და სისტემატურად“, – განაცხადა სალივანმა.

მსგავსი თემები