სახლში ვბრუნდებით ახალი პოლიტიკური მხარდაჭერითა და ახალი შეთანხმებებით – ზელენსკი

სახლში ვბრუნდებით ახალი პოლიტიკური მხარდაჭერითა და ახალი შეთანხმებებით, – ამის  შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ქვეყნებში ვიზიტების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მკაფიოდ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„სახლში ვბრუნდებით ახალი პოლიტიკური მხარდაჭერითა და ახალი შეთანხმებებით. ყველა მკაფიოდ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინისთვის იქნება თვითმფრინავები. გვექნება დამატებითი ჯავშანტექნიკა. გავაძლიერებთ საჰაერო თავდაცვას, ეკონომიკას, ექსპორტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – აცხადებს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები