ბიძინა კულუმბეგოვი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზზე ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს ავრცელებს:

„21-დან 27 აგვისტომდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი: მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის ამბროზიას (Ambrosia) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდება.

ავშანის (Artemisia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

მსგავსი თემები