,,მახსოვს, როგორ ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას…ვუსამძიმრებ მარტოკაცად დარჩენილ მამამისს და მთელ ქვეყანას” – სკოლის დირექტროი კოტე მაისურაძეზე

3 აგვისტოს შოვში განვიტარებულ სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. გარდაცვლილებს შორის არიან  და-ძმა კოტე და მარიამ მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით, რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძესოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და კოტე მაისურაძის ფოტოს აქვეყნებს.

,,შოვის ტრაგედიის მოუშუშებელი ტკივილი – ჩვენი კოტე მაისურაძე და მისი ულამაზესი დაიკო მარიამი – ღვთის ანგელოზები. ვეძებ საჭირო სიტყვებს ემოციის გამოსათქმელად, მაგრამ ვერაფრით ვპოულობ. მახსოვს, როგორ ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას, თუმცა რაღაცნაირი ფარული სევდა ედგა თვალებში, დიდმა ადამიანებმა რომ იციან, ისეთი. 2017 წელს, გამოსაშვები გამოცდების უმაღლესი წარმატებით ჩაბარების შემდეგ ფოტოს რომ ვუღებდი, ისე უჩუმრად იდგა, ძლივს შევბედე, ასეთი მაღალი მიღწევის შემდეგ როგორ არ იღიმები მეთქი. და აი, ასეთი სამახსოვრო ფოტო დაგვიტოვა ყველას. ვუსამძიმრებ მარტოკაცად დარჩენილ მამამისს და მთელ ქვეყანას…”, – წერს მამუკა ხამხაძე.

მსგავსი თემები