„22 აგვისტოს საქართველოში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ”- მოქალაქის ემოციური პოსტი

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„22 აგვისტოს საქართველოში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ:

სოფელ ლაგვანთაში თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკა ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას.

თბილისში (ვარკეთილის მეურნეობა, გუდამაყრის 22) სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლს, სალომე ხეთაგურს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.

რუსთავში კი (ლესელიძის მეორე გასასვლელი, სახლი #18) დაკრძალავენ მარიტა გუტაშვილის ოჯახის სამ წევრს:
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისას; კოტე მაისურაძეს; მარიამ მაისურაძეს…

გაუძელი, საქართველო!

სამძებრო სამუშაოები გრძელდება გრძელდება 36 ლოკაციაზე, რომლებიც დაყოფილია სექტორებად.

ბოლოს ცხედარი მდინარის კალაპოტში, ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ მოშორებით, ამბროლაურის აეროდრომის მიმდებარედ იპოვეს”, – ნათქვამია პოსტში.

მსგავსი თემები