,,თსუ-ის სტუდენტს მარიამ მაისურაძეს დაკრძალავენ სამშაბათს, 22 აგვისტოს, ქ. რუსთავში”- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შოვში სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. გარდაცვლილებს შორის არიან  და-ძმა კოტე და მარიამ მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი.

მარიამ მაისურაძის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ მაისურაძეს დაკრძალავენ სამშაბათს, 22 აგვისტოს, ქ. რუსთავში“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები