,,ვაგნერი” ხდის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე და აფრიკას კიდევ უფრო თავისუფალს”- პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბოხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ აფრიკაშია გაკეთებული, პრიგოჟინი უდაბნოში დგას შენიღბული და იარაღით შეიარაღებული, იქვე ჩანს შეიარაღებული ხალხი და მანქანები.

„ტემპერსტურა +50, ყველაფერი ისეა, როგორც მოგვწონს. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ატარებს სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს, ხდის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე და აფრიკას კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

 

მსგავსი თემები