ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირონიულად გამოეხმაურა წინადადებას რუსეთის ფედერაციის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების ნატოში წევრობისთვის გაცვლის შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

,,ტერიტორიების გაცვლა? მზად ხართ ბელგოროდი გავცვალოთ ჩვენი ნატოს წევრობისთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს, აწარმოოს  თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა აღნიშნა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილის “დათმობის” სანაცვლოდ.

მსგავსი თემები