მდინარე ლიახვში ქალის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ეხო კავკაზა” ავრცელებს.

35 წლის ქალს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.  რამდენიმესაათიანი ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ქალი ძაუს რაიონის სოფელ გუფთასთან, მდინარე ლიახვში ოპოვეს.

ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის  ჯავის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამმართველოს  სოფელ გუფთას 53 წლის მკვიდრმა მიაწოდა, რომ მისი 35 წლის დისშვილი სახლიდან ორი საათის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მსგავსი თემები