,,შემთხვევას 28 წლის შვილი შეესწრო, ეტყობა  გვიან ნახა რომ დანით უკლავდა მამა დედას”- მკვლელობა მარნეულში

მკვლელობა მარნეულში, სოფელ სადახლოში –  55 წლის მამაკაცმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილია გარდაცვლილი ქალის შვილიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ძალიან მძიმე ამბავია. მამაკაცს ჰქონია ბოლო დროს ფსიქიური პრობლემები, ადრეც მკურნალობდა. რამდენჯერმე უთქვამს ცოლისთვის ჩვენ ერთ დღეს ერთად მოვკვდებითო, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა ქალი, რომ მას ქმარი მოკლავდა. მამაკაცს თირკმელზე აქვს პრობლემა, კლინიკაში იწვა, მკურნალობდა. გადაწყდა თურმე, რომ ამ რამდენიმე დღეში მისთვის ოპერაცია ჩაეტარებინათ. საოპერაციოდ ემზადებოდა, ამიტომ ექიმებმა ცოტა ხნით სახლში გამოუშვეს. დანიშნული იყო ოპერაციის დღე და უკან, კლინიკაში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა მან ეს შემზარავი დანაშაული ჩაიდინა. დანით მოკლა ცოლი. შემთხვევას მათი 28 წლის შვილი შეესწრო, ეტყობა მან გვიან ნახა რომ დანით უკლავდა მამა დედას. ბიჭი შეეცადა დედა გადაერჩინა, მის დახმარებას ცდილობდა, მამას წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ უშველა. როგორც მითხრეს, შვილსაც აქვს ცოტა დაზიანებები მიყენებული. ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, – ამბობს  სამირა ბაირამოვა „კვირის პალიტრასთან“.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და მოკლული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.

 

მსგავსი თემები