რუსთავში მეზობელმა მეზობელს ტელევიზორები მოჰპარა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე, 30 წლამდე მამაკაცმა მეზობლის ბინაში შეიჭრა და 2 პლაზმური ტელევიზორი მოიპარა.

როდესაც ბინის მეპატრონემ აღმოაჩინა, რომ სახლში ტელევიზორები არ იყო, ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცი  დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები