ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის – ლავროვი

ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს რუსეთის შეშფოთების მართებულობას ამ სფეროში.

„ბირთვული იარაღის ფლობა დღეისათვის ერთადერთი შესაძლო პასუხია გარკვეული მნიშვნელოვანი გარე ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებზე. უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ჩვენი შეშფოთება საფუძვლიანია“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები