ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცოპერაცია იყო – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.

„ხიდს თავს დაესხნენ ზედაპირული დრონებით. ხიდთან მისვლა რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს მოხერხდა“, – განუცხადა წყარომ  BBC-ის რუსულ ბიუროს.

ტელეგრამის არხი Mash ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე შესაძლოა მოდერნიზებული წყლის დრონები დაესხნენ თავს.

ოფიციალურად, ყირიმის ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არც უკრაინის ხელისუფლებას და არც სამხედროებს არ აუღიათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა  განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები შესაძლოა რუსეთის პროვოკაცია იყოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვის ფონზე.

„მახასიათებელია, რომ გემების დაჯგუფების ასეთი კონცენტრაციით ამ მხარეში და ზოგადი დაძაბულობის ფონზე „მარცვლეულის გარიგების“ გახანგრძლივების საკითხის ფონზე, ისეთი პროვოკაციების შექმნა, რასაც ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება მაშინვე ძალიან ხმამაღლა ავრცელებს. არის ტიპიური გზა აგრესორი ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა გუმენიუკმა.

მსგავსი თემები