ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით – პაველ ჰერჩინსკი

ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, –  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. მისი თქმით, ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები

„ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. მე ვიცი, რომ ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, გამოთქვან თავისი შეხედულება თავისუფლად, ჩარევის გარეშე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები