სექტემბრიდან 4 დიდ ქალაქში მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება – ტარიელ ირემაძე “მედიაცენტრ მთავარში”

სექტემბრიდან 4 დიდ ქალაქში მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. ამის შესახებ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობოს დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

,,საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც მოიაზრებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებას გზებზე. კანონპროექტის მიხედვით, კონტროლი განხორციელდება 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე დაევალა ადმინისტრირება და აღსრულება გზებზე აღნიშნული რეგულაციისა”, – განაცხადა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილება სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებას მკვეთრად შეამცირებს.

 

მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება – ტარიელ ირემაძე „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები