როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, ჩვენ დავიცავთ მთელ ევროპას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, უკრაინა უზრუნველყოფს მთელი ევროპის დაცვას რუსული ტერორისგან.

„ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ არ არსებობს ისეთი რუსული რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ვერ ჩამოაგდებენ. და როცა უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება და ასეც იქნება, უკრაინა უზრუნველყოფს რუსეთისგან მთელი ევროპის რეალურ თავისუფლებას და დაცვას. ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება იწყება აქ, უკრაინის სუვერენიტეტითა და ძლიერებით“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები