ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში.

„ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

მსგავსი თემები