„თუ მაღალი კულტურის ადამიანები გვეყოლებიან ინფექციის გავრცელების საშიშროება არ იქნება“ – მაია გიგაური (ვიდეო)

ჩვენთან ახალი არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ეფექტური პრევენციის შედეგია – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პროფესორმა მაია გიგაურმა განაცხადა. გიგაურის განცხადებით დაავავადების განვითარების ეტაპების პროგნოზირება ძნელია, თუმცა მედიკოსი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებიც იკლებს.

„მე ერთ დამაიმედებელ ინფორმაციას მოვკარი ყური, რომ ჩინეთში დაინფიცირებულების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა ეს არ გამორიცხავს მის ვერაგულ ხასიათს, პანდემიის მზადყოფნის რეჟიმში ვართ ყველა. პრევენციას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.თუ მაღალი კულტურის ადამიანები გვეყოლებიან ინფექციის გავრცელების საშიშროება არ იქნება. ჩვენ კლინიკაში გვყავდა ხუთი პაციენტი არცერთს არ დაუდასტურდა ვირუსი“  განაცხადა მაია გიგუარმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით რისკჯგუფის მატარებლად ჯერჯერობით ის ადამიანები რჩებიან ვინც ბოლო ორი კვირის მანძილზე დაინფიცირებულ ქვეყანაში იმოგზაურა.

მსგავსი თემები