საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა დასრულდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა დასრულდა,  თუმცა არც ერთ მხარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლონეთის ელჩი უწყებაში “ვივამედში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიბარეს.  საგარეო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც სავარაუდოდ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას ცდილობდა.

 

სკანდალი – სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ექიმმა პატიმრიდან აღებული ნიმუში ფეხსაცმელში დამალა და მის გატანას ცდილობა

მსგავსი თემები