ოფიცერს „ორფოლოს“ პოლიგონზე მეხი დაეცა, ვითარება ისევ კრიტიკულად მძიმეა

ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის  ჯანმრთელობის მდგომარეონა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება.  ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

“ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“ – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

 

მსგავსი თემები