ბულგარეთი უკრაინას საარტილერიო ჭურვებით დაეხმარება

ბულგარეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინას საარტილერიო ჭურვებით დაეხმარებიან. როგორც თავდაცვის მინისრი აცხადებს, შესაძლებელია, უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება.

ბულგარეთი ევროკავშირის ორი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც არ შეუერთდა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას ევროპის თავდაცვის სააგენტოს საშუალებით. თავდასცბის ახალი მინისტრი თოდორ თაგარევი აცხადებს რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვა უნდა მოხდეს.

„ვფიქრობ, შევძლებთ უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო მასალის ნაწილის მიწოდებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, თუმცა, აუცილებლად ჩავდებთ ძალისხმევას და მჯერა, ვიპოვით გზას“, – განაცხადა თაგარევმა.

 

მსგავსი თემები