სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტი უხვმა ნალექმა და სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. მდინარე და ხევი ადიდდა, ჯებირები გაარღვია და ცენტრალურუ გზა ტალახით, ნარჩენებით, ხის მორებიტა და ნაგვით დაფარა. დაიმტვრა და წყალში აღმოჩნდა არაერთი მანქანა.

მძიმე ტექნიკა ადგილზე ამ დრომდე მუშაობს. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, სახლის პირველი სართულები, ადმინისტრაციული შენობები, წყალდიდობამ  ქალაქის ინფრასტრუქტურაც გაანადგურა.

დაისეტყვა და განადგურდა ვენახიც.

 

მსგავსი თემები