ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი უკრაინაში მიიწვია. ზელენსკი მათ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინის მიმართ.

,,რომელიმე კანდიდატი ან სენატორი, ვინც ფიქრობს, რომ ძვირი ჯდება უკრაინისთვის აშშ-ს მხარდაჭერა, მზადაა ომში წასასვლელად? ბრძოლისთვის? მისი შვილების გასაშვებად? მზად არიან სიკვდილისთვის? რადგან მათ ამის გაკეთება მოუწევთ, თუ NATO ჩაერთვება ომში და თუ უკრაინა დამარცხდება, თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, რუსეთი გააგრძელებს ამას ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ა.შ. ისინი ომს დაიწყებენ NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანასთან და ამ სიტუაციაში აშშ-ს მოუწევს არჩევანი გააკეთოს NATO-ს დაშლასა და ომში წასვლას შორის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები