„ხალხის ძალის“ კანონპროექტის ორივე ვარიანტი არის რუსული”- ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ორივე ვარიანტი არის რუსული. მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კანონპროექტების განხილვაში შევლენ, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებლები იქნებიან ,,ხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული ორივე ვარიანტი რუსული ვარიანტია. ეს არის რუსული კანონპროექტის ის ძალიან სერიოზული შინაარსის ფურცელი, რომელიც პირდაპირ დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას და გარდა ამისა, ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანია ჩართული ამ პროექტებში, საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ ფონდებში – ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, სკოლის განათლების პროგრამები, ინკლუზიური პროგრამები,…

მეტი...

ქალი, რომელსაც ზღვაში რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ქობულეთში, ზღვაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული ბელორუსის მოქალაქე იყო. 5 წლის ქალს ზღვაში 23 თებერვლის შემდეგ ეძებდნენ.  ის ზღვაში მეგობართან ერთად შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო.

მეტი...

უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. სანქციები შეეხო 109 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ვიტალი სმირნოვო და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შამილ ტარპისჩევი. ასევე, სანქციები შეეხოთ “ვაგნერის” დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის ორ ქალიშვილს.  

მეტი...

„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი”- ნათია მეზვრიშვილი

„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, შეწყვიტოს აღნიშნულ კანონზე დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა. ,,მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშრის პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს „ოცნება“ ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს. „გამჭვირვალობა“ გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს. სინამდვილეში, კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მე-10 პუნქტებს; ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და…

მეტი...

„კოვიდ-19“ სავარაუდოდ უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა”- „უოლ სთრით ჯორნალი“

„ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, SARS-CoV-2-ის კოროვირუსული ინფექციის გავრცელება, რომელიც იწვევს „კოვიდ-19“-ის დაავადებას, სავარაუდოდ უჰანის ჩინური სამეცნიერო ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგი იყო. აღნიშნულის შესახებ მედია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობითვე, აშშ-ის სააგენტოს შესწორებული შეფასება ახალ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება.  

მეტი...

„მთავრობა, გადადექი“- თურქეთში ფეხბურთის გულშემატკივრებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო თამაშების დროს, გულშემატკივრებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. „მთავრობა, გადადექი“ – სკადირებდნენ გულშემატკივრები. ამასთან, სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების სოლიდარობის ნიშნად, გულშემატიკვრებმა მოედანზე ათასობით სათამაშო და შარფი დაყარეს.  

მეტი...

უკანონო ონლაინ კაზინოები ბათუმში – უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს. უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. ,,ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი”, – ნათქვამია  უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

,,სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი”- მედვედევი სააკაშვილზე

,,სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი,”- ასე მოიხსენიებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საქართელოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მედვედევმა დაასახელა ორი თარიღი, რომელმაც მისი თქმით, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია. ,,ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წლის შემოდგომა, როცა დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხოეთმაც, სადაც შეშინებული გაიქცა,”- აღნიშნა მედვედევმა.

მეტი...

,,სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ” – ”ხალხის ძალა”

,,სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში”. „ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მედია. ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. „ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო…

მეტი...

,,2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ომი დასავლეთის ქვეყნების რუსოფობიამ და რუსეთის დაშლაზე მათმა სურვილმა გამოიწვია. მედვედევმა  ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც მისი თქმით, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია. ,,ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წლის შემოდგომა, როცა დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხოეთმაც, სადაც შეშინებული გაიქცა. მეორე ასეთი თარიღი 2014 წლის გაზაფხულია რაცა ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა…

მეტი...

ბადრი ესებუას საქმე შესაძლოა, სტრასბურგში წავიდეს

საქართველოს ბაკის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატების განცხადებით, ეს საქმე სტრასბურგში წავა. როგორც ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დარღვევა არსებობს და მართლმსაჯულება მის მიმართ ვერ ხორციელდება სამართლიანად. „უნდათ, რომ სამაგალითოდ დასაჯონ. რა არის პირდაპირი მტკიცებულება ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით? არაფერი. როცა ამ კითხვას ვსვამ, პასუხი არ არის. ჩვენი სტრატეგიაა დავადასტუროთ, რომ ბადრი ესებუა სხვაგან არის დაკავებული. ჩვენ გვაქვს ამისი მტკიცებულება და ჩატარდება საგამოძიებო ექსპერიმენტებიც. ასევე, დადასტურდება, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ეს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს განსჯადი უნდა იყოს“ – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიცენტრ…

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სატყეო  რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. „სოციალური ჭრები, რაც მოსახლეობის მიერ საშეშე მერქანის საკუთარი ძaლებით დამზადებას გულისხმობს, ეტაპობრივად უქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ახალი სერვისების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს  ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც“, – აღნიშნა კახა ცერცვაძემ. ეროვნულ სატყეო სააგენტოს, 2023 წლის ბოლომდე, დამატებით,…

მეტი...

აშშ-ში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვით მოხდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით,  აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი დასკვნას აკეთებს. მოკვლევითა და დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ პანდემია ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვას უკავშირდება. „The Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსიას ადრე მხოლოდ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იზიარებდა. დღეს კი იგივეს ამტკიცებს ენერგეტიკის სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა, შემდეგ კი ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოედო.

მეტი...

უკრაინაში საუდის არაბეთის დელეგაცია ჩავიდა და 400 მილიონი დახმარების პაკეტი გაფორმდა   

ომში მყოფ ქვეყანაში საუდის არაბეთის მაღალი დონის დელეგაცია ჩავიდა, დელეგაციის შემადგენლობაში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკისთან 400 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულების პაკეტი გააფორმა. საუბარია სამხედრო დახმარებაზე. „პირველად 32 წლის განმავლობაში, უკრაინას საუდის არაბეთის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი უკრაინისადმი ჩვენი დაუმარცხებლობისა და ძლიერებისთვის. პატივისცემა სამყაროს მხრიდან“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მეტი...

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის

უკრაინამ გერმანიისგან სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მიიღო. საუბარია შეიარაღებასა და სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ყველაზე მეტად სჭირდება. დახმარებაში, რომელიც უკრაინას უკვე გადაეცა, შედის როგორც ტანკები, ისე სატვირთო მანქანები, ხიდის ამწყობი ტანკები, სამედიცინო აღჭურვილობა, ზამთრის ინვენტარი და სხვა ტექნიკა. გერმანული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის მიმართ დახმარება არ ამოწურულა და ის საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.    

მეტი...

ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

როგორც პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ყირიმის  დაბრუნება სწორედ ის თემაა, რომელიც რომელიც დაასრულებს უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას.  პრეზიდენტი იმეორებს, რომ დონბასი, აზოვი, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა და დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში. „ყირიმის გათავისუფლებით ჩვენ ისტორიულ წერტილს დავუსვამთ რუსეთის ყველა მცდელობას, დაამსხვრიოს უკრაინელების, ევროპისა და აზიის ხალხის სიცოცხლე, რომელთა დაპყრობასაც ოდესღაც კრემლი ცდილობდა. მადლობა ყველას, ვინც ამ გამარჯვებასთან გვაახლოებს.  მადლობა მათ, ვინც ეხმარება ჩვენს ხალხს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია.  უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს მსოფლიოს ყველა კუთხეში“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მეტი...

ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

სამხრეთ იტალიის სანაპიროებთან ნავის ჩაძირვის შედეგად, რომელიც მიგრანტებით იყო სავსე, 60 ადამიანზე მეტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საუბარია 15-მდე ბავშვზე. დაღუპულთა ცხედრები წყალმა ნაპირზე გამორიყა, დაახლოებთ 40-მდე ადამიანის ძებნა კი ისევ გრძელდება. ნავი, თურქეთიდან იყო დასული და მას ავღანეთის, პაკისტანის, სომალისა და ირანის მოქალაქეები გადაჰყავდა.  

მეტი...

ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, გაერთიანებული ძალების მეთაური ედუარდ მოსკალევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან“, – აღნიშნულია პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებაში. მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად 2022 წლის 15 მარტს, დანიშნა. მანამდე კი ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების “ოდესას” მეთაური და შტაბის უფროსი – ოპერატიული სარდლობის “ვოსტოკის” ჯარების მეთაურის პირველი მოადგილე იყო.  

მეტი...