ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

სამხრეთ იტალიის სანაპიროებთან ნავის ჩაძირვის შედეგად, რომელიც მიგრანტებით იყო სავსე, 60 ადამიანზე მეტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საუბარია 15-მდე ბავშვზე.

დაღუპულთა ცხედრები წყალმა ნაპირზე გამორიყა, დაახლოებთ 40-მდე ადამიანის ძებნა კი ისევ გრძელდება.

ნავი, თურქეთიდან იყო დასული და მას ავღანეთის, პაკისტანის, სომალისა და ირანის მოქალაქეები გადაჰყავდა.

 

მსგავსი თემები