უკრაინის პრეზიდენტმა, გაერთიანებული ძალების მეთაური ედუარდ მოსკალევი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან“, – აღნიშნულია პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებაში.
მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად 2022 წლის 15 მარტს, დანიშნა. მანამდე კი ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების “ოდესას” მეთაური და შტაბის უფროსი – ოპერატიული სარდლობის “ვოსტოკის” ჯარების მეთაურის პირველი მოადგილე იყო.