გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის

უკრაინამ გერმანიისგან სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მიიღო. საუბარია შეიარაღებასა და სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ყველაზე მეტად სჭირდება.

დახმარებაში, რომელიც უკრაინას უკვე გადაეცა, შედის როგორც ტანკები, ისე სატვირთო მანქანები, ხიდის ამწყობი ტანკები, სამედიცინო აღჭურვილობა, ზამთრის ინვენტარი და სხვა ტექნიკა.

გერმანული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის მიმართ დახმარება არ ამოწურულა და ის საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.

 

 

მსგავსი თემები