ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

როგორც პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ყირიმის  დაბრუნება სწორედ ის თემაა, რომელიც რომელიც დაასრულებს უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას.  პრეზიდენტი იმეორებს, რომ დონბასი, აზოვი, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა და დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში.

„ყირიმის გათავისუფლებით ჩვენ ისტორიულ წერტილს დავუსვამთ რუსეთის ყველა მცდელობას, დაამსხვრიოს უკრაინელების, ევროპისა და აზიის ხალხის სიცოცხლე, რომელთა დაპყრობასაც ოდესღაც კრემლი ცდილობდა. მადლობა ყველას, ვინც ამ გამარჯვებასთან გვაახლოებს.  მადლობა მათ, ვინც ეხმარება ჩვენს ხალხს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია.  უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს მსოფლიოს ყველა კუთხეში“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები