გურჯაანში არსებული ერთადერთი სამშობიარო დაიხურა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სამშობიარო სახლი დაიხურა. დაწესებულება “ჯეო ჰოსპიტლის” კლინიკების ქსელის შემადგენლობაში შედიოდა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უკვე გააცნო.
ადგილობრივი ხელმძღვანელის გელა ორველაშვილის განცხადებით, ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე მსჯელობდა. ორველაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში სამშობიაროს სულ უფრო ნაკლები მშობიარე მიმართავდა და სამეანო განყოფილების დახურვის ერთადერთი მიზეზი ეს არის.
“ამ ეტაპზე სამეანო განყოფილება არის დახურული. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა მშობიარობების რაოდენობა, პარალელურად მოიმატა პედიატრიული პაციენტების რაოდენობამ. გადაწყდა, რომ შეიქმნას ძლიერი პედიატრიული სამსახური, რომელსაც მხარდაჭერა ექნება თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან. აქამდე ბავშვები სტაციონარში იწვნენ ხოლმე ასაკიან პაციენტებთან ერთად, მათთვის ცალკე განყოფილება შეიქმნება“ – აღნიშნა გელა ორველაშვილმა.
ამ ეტაპზე უცნობია გურჯაანში ორსულ ქალებს რა ალტერნატივა ექნებათ სამშობიარო განყოფილების დახურვის შემდეგ.

მსგავსი თემები