„ომი თავად მოვა ჩვენთან“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთადერთი გზა ქვეყნების ომში ჩათრევისა არის უკრაინისთვის ზურგის შექცევა. ამ შემთხვევაში, ომი „თავად მივა“ ყველასთან. როგორც მეტეუშ მორავეცკი აცხადებს, მთავარი ხაზი დრეს უკრაინის მხარდაჭერაზე გადის.

პრემიერმა პოლონეთში ჩავარდნილ რუსულ რაკეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საეჭვო ფაქტია.

„100 პროცენტით ჯერ არ ვიცით ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები, მაგრამ ზუსტად ვიცით თავდაპირველი მიზეზი, ძირითადი მიზეზი, და ესაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. დღეს, პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და ესაა უკრაინისთვის ზურგის შექცევა. ასეთ შემთხვევაში ის ადრე თუ გვიან რუსეთისგან უზარმაზარ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება” – აცხადებს პრემიერი.

პოლონელი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პუტინი მარტივად არ გაჩერდება.

„თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში მოხვდება, ჩვენ საერთოდ არაფრის გაკეთება არ დაგვჭირდება რათა ომის პროვოცირება მოხდეს. ომი თავად მოვა ჩვენთან. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა. პასიურობა ჩვენთვის თვითმკვლელობა იქნება”, – აცხადებს მორავეცკი.

 

მსგავსი თემები