ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი წარადგინა – უწყების ახალი ხელმძღვანელი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ის ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მადლობა პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ  გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ მოკლე ვადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ზურაბ აზარაშვილი 42 წლისაა. ის ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მისი კარიერა “ქართუ ბანკში” იწყება. აზარაშვილი თავიდან პლასტიკური ბარათებისა და…

მეტი...

ვირუსით 71 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში  13 583 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა – 95, იმერეთი – 118, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 30, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

მეტი...

ვირუსით 986 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 19 701  ტესტი. გამოვლინდა ინფიცირების  986 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა  3 193  პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  925 354-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.  

მეტი...

“ვაგრძელებთ საკლუბო ღამეების ჩატარებას” – ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები სახელმწიფო რეგულაციებს არ ემორჩილებიან

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები სახელმწიფო რეგულაციებს არ ემორჩილებიან – საკლუბო სექტორის ერთობლივი განცხადების თანახმად, კლუბები აგრძელებენ ღონისძიებების ჩატარებას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომლის შემუშავებაზეც დიდი რესურის აქვთ დახარჯული. ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ თუკი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მზად არიან კარის პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცრონ. “მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კვლავ არ გვაძლევს საქმიანობის უფლებას, საქართველოში არსებული ყველა კლუბის წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება – ვაგრძელებთ საკლუბო ღამეების ჩატარებას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომლის შემუშავებაზეც უამრავი დრო და რესურსი დაიხარჯა და რომელიც აღიარებულია თავად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. 25…

მეტი...

,,ეს არის რამდენიმე რამის გამო მიღებული გადაწყვეტილება” – ლონდა თოლორაიას პირველი კომენტარი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ,,ოცნების” ინიციატივით მისი თანამდებობის გაუქმების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ არ უარყოფს პოლიტიკურ მოტივებს და ეს ყველაფერი რომელიმე ერთ ფაქტთან არ არის დაკავშირებული. “როგორც პოსტში დავწერე, ეს ინფორმაცია არ მქონდა, ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა “ინტერპრესნიუსიდან” ისევე, როგორც სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის გახდა ცნობილი ეს ამბავი, შესაბამისად არ ვიცი. ვიყავი დეკრეტში, 2 კვირის ბავშვი მყავს და დღეს გავდივარ სამსახურში”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ. მას ასევე ჰკითხეს უკავშირებდა თუ არა ამ ყველაფერს იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დომინირებდა ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის მიხეილ…

მეტი...

,,ბლაგვი საგანი მომხვდა, 15-20 წუთი მირტყამდნენ” – “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი

“გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი, გოგიტა რობიტაშვილი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ აცხადებს, რომ უცნობი პირები 15-20 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ. რობიტაშვილს საკუთარ ავტოფარეხთან ფიზიკურად 4 ნიღბიანი პირი გაუსწორდა. პარტიის წევრს ყვრიმალის ძვალი აქვს გატეხილი. “გუშინ მე ვიყავი ყრილობაზე “გირჩი მეტი თავისუფლების” მოვედი სახლში…. უკნიდან მომხდა წამებში რაღაც ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც გავითიშე და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში მირტყამდნენ ყველა საშუალებებით”, – განაცხადა გოგიტამ. აღსანიშნავია, რომ ,,გირჩი მეტი თავისუფლების” წევრებს აქვთ ეჭვი, რომ თავდასხმა პოლიტიკური მოტივაციით დაიგეგმა და მიზანი დაშინება იყო.

მეტი...

მზად ვართ, რუსეთს დავუწესოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ – კამილა ჰარისი

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, კამილა ჰარისი, აცხადებს,  რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ისეთ სანქციებს დაუწესებენ, როგორიც ჯერ არ უნახავს. “ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, რომ რუსეთი არ უნდა შეიჭრას უკრაინაში და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ – და ვდგავართ ერთად – მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ”, – განაცხადა კამილამ. ვიცე-პრეზიდენტს არ დაკონკრეტებია სანქციები პუტინს შეეხება თუ არა.  მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგი აქვთ და ამას ნათლად უხსნიან.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი  სასამართლო პროცესი გაიმართება, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. დღევანდელი სასამართლო პროცესი  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება. სასამართლოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის – ანზორ ჩუბინიძისთვის უნდა მოესმინა, თუმცა, ის პროცესზე მისვლას ვერ ახერხებს. ბრალდება მიხეილ სააკაშვილს ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურად არადამაკმაყოფილებელია. „მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე წასვლას ფიქრობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ამის გაკეთება გადაიფიქრა“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.  

მეტი...

„ექიმებში დისკომფორტია“ – ნიკოლოზ ყიფშიძე იმ პრეპარატების აღდგენას ითხოვს, რომელსაც ჰოსპიტალი არ თანხმდება  

გორის სამხედრო ჰოსპიტალი გვიან დატოვა  მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. როგორც მან მედიასთან განაცხადა, დინამიკაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის. მან ასევე აღნიშნა, რომ გორის ჰოსპიტალი იმ პრეპარატებით მკურნალობას არ თანხმდება, რასაც პირადი ექიმები ითხოვენ. „მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით ექიმებს შორის დისკომფორტი წარმოიშვა. მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვსურს, რომ აღვუდგინოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იღებს.  საუბედუროდ, გორის ჰოსპიტალის ექიმი უარზეა.  ვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. აქ სუფთა სამედიცინო არგუმენტებია, არ მგონია, რომ ეს განსახილველი იყოს“ –…

მეტი...

საქართველოში 2022 წლიდან წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია იხსნება

საქართველოში ახალი პროექტის დანერგვა იწყება. მედიკამენტთა ფალსიფიცირების რისკის შემცირებისათვის, წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია იხსნება. 2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან GMP და GDP სტანდარტები. ამ სტანდარტების სერთიფიკატებისთვის 15-მა დაწესებულებამ განაცხადი უკვე გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად ლაბორატორიისთვის საჭირო შენობის მოწყობა და აპარატურის შესყიდვა მიმდინარეობს. პროექტი 2022 წლის ბოლომდე ამოქმედდება.  

მეტი...

„ამას მართლმსაჯულების პაროდიაც აღარ ჰქვია, უბრალოდ დაგვცინიან“ – მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სისტემაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მორიგ გზავნილს ავრცელებს, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დააპატიმრეს ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე, რადგან ისინი არჩვენების გაყალბებაში არ ჩაერთვნენ. „ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს. მათ გამოიჩინეს პრინციპულობა, დაიცვეს საკუთარი ღირსება და პატიოსნება. არ მეგონა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, თუ იქნებოდა საქართველოს სასამართლო სისტემა. ყველაფერს ჩემთვის იმის შემდეგ აეხადა ფარდა, რაც ჩემი საქმეების გამო მომიწია სასამართლო პროცესებში ჩართვა. არანაირი მცდელობა, სერიოზული მტკიცებულებების წარდგენისა, არ არსებობს. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარაა, უბრალოდ დაგვცინიან,“ – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ძმებ წულუკიძეებსა და…

მეტი...