მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი  სასამართლო პროცესი გაიმართება, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

დღევანდელი სასამართლო პროცესი  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება. სასამართლოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის – ანზორ ჩუბინიძისთვის უნდა მოესმინა, თუმცა, ის პროცესზე მისვლას ვერ ახერხებს.

ბრალდება მიხეილ სააკაშვილს ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურად არადამაკმაყოფილებელია.

„მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე წასვლას ფიქრობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ამის გაკეთება გადაიფიქრა“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები