ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი წარადგინა – უწყების ახალი ხელმძღვანელი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ის ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

“მადლობა პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ  გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ მოკლე ვადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილი 42 წლისაა. ის ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მისი კარიერა “ქართუ ბანკში” იწყება. აზარაშვილი თავიდან პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო. თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ზურაბ აზარაშვილი ჯერ “თბილავიამშენის” გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რამდენიმე თვეში კი “დელტას” ხელმძღვანელად.

 

მსგავსი თემები