მზად ვართ, რუსეთს დავუწესოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ – კამილა ჰარისი

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, კამილა ჰარისი, აცხადებს,  რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ისეთ სანქციებს დაუწესებენ, როგორიც ჯერ არ უნახავს.

“ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, რომ რუსეთი არ უნდა შეიჭრას უკრაინაში და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ – და ვდგავართ ერთად – მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ”, – განაცხადა კამილამ.

ვიცე-პრეზიდენტს არ დაკონკრეტებია სანქციები პუტინს შეეხება თუ არა.  მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგი აქვთ და ამას ნათლად უხსნიან.

მსგავსი თემები